ჩვენს შესახებ

ჩვენი ტურისტული სააგენტოს ისტორია იქ დაიწყო, სადაც ყველა მოგზაურობა იწყება – დიდი სურვილით, აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები და შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები.ეს საქმე დავიწყეთ არა მხოლოდ პროფესიული ინტერესიდან, არამედ იმ გულწრფელი სიყვარულიდან გამომდინარე, რასაც თვითონ მოგზაურობა გვანიჭებს. ჩვენთან ყოველი ტური იგეგმება ისე, თითქოს ის ჩვენი პირადი თავგადასავალი იყოს – იმ სიზუსტით, ყურადღებითა და გულწრფელობით, როგორითაც ჩვენთვის დავგეგმავდით.ჩვენ გვჯერა, რომ მოგზაურობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ადგილების მონახულება– ეს არის ემოცია, შთაგონება და ცხოვრების ყველაზე ნათელი მომენტები. და სწორედ ამ სიხარულის გაზიარებაა ჩვენი მთავარი მიზანი.

ჩვენი სერვისები

ინდივიდუალური ტურები

გთავაზობთ პერსონალურად მორგებულ ტურებს, სადაც თითოეული დეტალი თქვენი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით იგეგმება.

ჯგუფური ტურები

გაერთე, აღმოაჩინე და იმოგზაურე მეგობრულ გარემოში – ჩვენს ჯგუფურ ტურებში მარტო არასდროს იქნები.

ავიაბილეთები

ვპოულობთ საუკეთესო რეისებს საუკეთესო ფასად და გეხმარებით მგზავრობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე.

ტრანსფერები

მოგზაურობა იწყება და სრულდება მშვიდად – დაგიგეგმავთ ნებისმიერ სატრასპორტო გადაადგილებას.

ექსკურსიები

გთავაზობთ ადგილობრივ გიდებთან ერთად დაგეგმილ, შინაარსიან და შთამბეჭდავ ექსკურსიებს, სადაც თითოეული დეტალი წინასწარაა გაწერილი.

სავიზო მომსახურეობა

ჩვენ ვიზრუნებთ ფორმალობებზე – თქვენ მოგზაურობით ისიამოვნეთ.
გთავაზობთ სავიზო კონსულტაციასა და დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარებას.